ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნათია ლაბუჩიძისა და შალვა კენჭიანის 2023 წლის 6 მარტის №4003/30 №4209/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ ნათია ლაბუჩიძისა და შალვა კენჭიანის გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,შედარებითი პოლიტიკა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
- თამარ ქარაია –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
- მალხაზ მაცაბერიძე-პროფესორი:
- ვალერიან დოლიძე-ასოცირებული პროფესორი;
- გიორგი მელიქიძე-ასისტენტ პროფესორი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.